თამაზ დემეტრაშვილი პროფესიით სამხედრო თარჯიმანია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2008 წლამდე. 2006-07 წლებში მივლნებით იმყოფებოდა ერაყში, ხოლო 2012 წელს ის ავღანეთის რესპუბლიკაში, ჰელმანდის პროვინციაში 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში გაემგზავრა, სადაც ასრულებდა S-3 დაგეგმარების სამსახურის თარჯიმნის მოვალეობებს.
2015 წელს აშშ-ში ემიგრირების შემდეგ მან ძალები სხვადასხვა სფეროში მოსინჯა, მათ შორის სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვებში. 2020 წელს სცადა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება, თუმცა სამედიცინო კომისია ვერ გაიარა. მრავალწლიანი მკურნალობის შემდეგ, 2024 წელს მან ხელახლა შეიტანა საბუთები და ამჯერად კომისიის წარმატებით გასვლის შემდეგ მას ნება დართეს გაევლო საწყისი საბრძოლო მომზადება.
2024 წლის 28 ნოემბერს წარმატებით დაასრულა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, ხოლო 2025 წლის 27 თებერვალს – ლოჯისტიკოსის მომზადების სკოლა. დღეს თამაზ დემეტრაშვილი მსახურობს მე-10 სამთო დივიზიაში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.