თამაზ დემეტრაშვილი

თამაზ დემეტრაშვილი პროფესიით სამხედრო თარჯიმანია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2008 წლამდე. 2006-07 წლებში მივლნებით იმყოფებოდა ერაყში, ხოლო 2012 წელს ის ავღანეთის რესპუბლიკაში, ჰელმანდის პროვინციაში 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში გაემგზავრა, სადაც ასრულებდა S-3 დაგეგმარების სამსახურის თარჯიმნის მოვალეობებს.

2015 წელს აშშ-ში ემიგრირების შემდეგ მან ძალები სხვადასხვა სფეროში მოსინჯა, მათ შორის სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვებში. 2020 წელს სცადა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება, თუმცა სამედიცინო კომისია ვერ გაიარა. მრავალწლიანი მკურნალობის შემდეგ, 2024 წელს მან ხელახლა შეიტანა საბუთები და ამჯერად კომისიის წარმატებით გასვლის შემდეგ მას ნება დართეს გაევლო საწყისი საბრძოლო მომზადება.

2024 წლის 28 ნოემბერს წარმატებით დაასრულა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, ხოლო 2025 წლის 27 თებერვალს – ლოჯისტიკოსის მომზადების სკოლა. დღეს თამაზ დემეტრაშვილი მსახურობს მე-10 სამთო დივიზიაში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლევან ჯანგირაშვილი

ლევან ჯანგირაშვილი გამოცდილი სამხედრო და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანია. სამხედრო სპეციალობით ლევანი სნაიპერია, თუმცა მისი კარიერა ლიდერობის მიმართულებით წავიდა. ის იყო ერთ – ერთი პირველი, რომელიც საქართველოში სერჟანტის ინსტიტუტის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში.

თავისი კარიერის განმავლობაში ლევანი მსახურობდა ყველა იმ ცხელ წერტილში, სადაც კი საქართველოს ჰყავდა თავისი სამხედრო კონტინგენტი; ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა…მივლინებებიდან დაბრუნების შემდეგ ის საკუთარ გამოცდილებასა და გამოტანილ დასკვნებს ლიდერების მომავალ თაობას უზიარებდა.

2008 წელს ლევანიმ რუს აგრესორს „სტუმარ – მასპინძელი“ – ს განსაკუთრებული ვერსია შესთავაზა, აუფეთქა რა რამდენიმე საბრძოლო მანქანა. ხვითის ბრძოლის ეპიზოდები მრავალ ბეჭვდურ მედიაშია აღბეჭდილი.

2012 წელს, ჰელმანდის პროვინციაში მივლინების დროს, ლევან ჯანგირაშვილი იყო 23-ე  მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სერჟანტი. მის ანგარიშზე არაერთი საბრძოლო ამოცანაა, რომელზეც ის დეტალურად ამ წიგნში ჰყვება.

დღეს ლევანი კერძო სექტორში მოღვაწეობს, სადაც წარმატებით იყენებს თავის საბრძოლო გამოცდილებას.

$24.99

სამშვიდობო მისიის უცნობი ისტორიები

by Jeremy Seven

In facilisis, mi id mollis accumsan, masm magna quam sed metus. Duis pellentesque massa nec dapibus tempus. Etiam venenatis odio vestibulum purus lacinia, vitae scelerisque lacus consequat. Vestibulum at tempus– donec sit amet urna lorem ipsum lorem!

ავტორის შესახებ

თამაზ დემეტრაშვილი